სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ჭიჭიკო გელეიშვილი 1891-1970წწ  მსახიობი, რეჟისორი. დაბ. სამტრედია, იმერეთი.

1891-1970 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი გელეიშვილი სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

38       ბეჭდვა

ჭიჭიკო გელეიშვილი 1891-1970წწ მსახიობი, რეჟისორი. დაბ. სამტრედია, იმერეთი.

ჭიჭიკო გელეიშვილი ( 5 თებერვალი 1891-1970) მსახიობი,რეჟისორი.

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

ბათუმის ორკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1904 წელს, სწავლა განაგრძო ჯერ ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში, მომდევნო წლებში კი, თბილისის პირველ გიმნაზიასა და კომერიცულ სასწავლებელში, რომელიც 1914 წელს დაამთავრა; 1915-1916წწ. სწავლობდა კიევის კომერციულ ინსტიტუტში, რომელიც არ დაუმთავრებია.

თეატრალური მოღვაწეობა დაიწყო 1907 წელს ავჭალის აუდიტორიის მუშათა დრამატულ წრეში მოკარნახედ; 1911-1916წწ. იყო რეჟისორის თანაშემწე პლეხანოვის კლუბში; 1917-1920წწ. იმავე თანამდებობაზეა თბილისის სახალხო თეატრში; 1921-1922წწ. თბილისის წითელი არმიის თეატრში მუშაობდა და ამ თეატრის დაარსების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო; 1924-1926წწ. მუშაობდა ქუთაისის თეატრში ტექნიკურ რეჟისორად და დამდგმელ რეჟისორად; ვ. ნინიძესთან ერთად იყო ერთ-ერთი ინიციატორი თბილისის სანიტარული კულტურის თეატრის დაარსებისა, სადაც იმუშავა რეჟისორად 1927-1929 წლებში; 1930-1940წწ. კ. მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა რეჟისორად, იყო სარეჟისორო კოლეგიის მდივანი; 1940-1941წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში იყო რეჟისორის ასისტენტი; 1942-1943წწ. ისევ სანკულტურის თეატრის რეჟისორი; 1944-1948წწ. კ. მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრის რეჟისორის ასისტენტი და დასის გამგე; 1949-1950წწ. ძერჟინსკის სახელობის კლუბში სხვადასხვა წრეების ხელმძღვანელი. მან მრავალი ნაწარმოები გაასცენიურა: "სიმონა", "გოგია უიშვილი" (ე. ნინოშვილის მიხედვით), "მამლუქი" (უიარაღოს მიხედვით), "სამანიშვილის დედინაცვალი", "სოლომონ მორბელაძე" (დ. კლდიაშვილის მიხედვით). ავტორია ორიგინალური პიესებისა: "ცეცხლოვანი ყვავილი", "მშვიდობის ლელო". დაწერა ლიბრეტო ოპერებისათვის: "ბაში-აჩუკი" (კომპოზიტორი ა. კერესელიძე), "ხევისბერი გოჩა" (კომპოზიტორი შ. აზმაიფარაშვილი), "ელეონორა" (კომპოზიტორი ვ. კურდიტი), "ბეკინას ქორწინება" (კომპოზიტორი კ. მეღვინეთუხუცესი).

გთხოვთ,თუ ვინმეს მოგეპოვებათ სურათი ამ პიროვნების შესახებ.მოგვაწოდოთ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 29.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


გელეიშვილი

1 0