შალვა გეჯაძე ( 22 მარტი 1913-1979) მსახიობი.
დაბადების ადგილი: სოფელი მეტეხი, კასპის რაიონი.
სკოლის დამთავრების შემდეგ 1934 წელს, სწავლა განაგრძო მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ სტუდიაში.
1937-1942წწ. იყო მარჯანიშვილის თეატრის, ხოლო 1942 წლიდან - ბათუმის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლუკა (მოლიერის, "ძალად ექიმი"), გრიფიოლე (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), ელიშექი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), საიათნოვა (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), ურმი (შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), როსტომი (მ. მრევლიშვილის "ბარათაშვილი"), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), შაჰ-აბაზი (დ. ერისთავის "სამშობლო"), მიტია (გ. მდივნის "პარტიზანები"), საბა ბერი (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), ბრაგინი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ხასანი იაგორი (ი. ვაკელის "შური"), პარტიზანთა მეთაური (კ. სიმონოვის "მედოლე"), აკოფა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), ქურუმი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), არჩემაშვილი (გ. ფანჯიკიძის "მეშვიდე ცა") და სხვ.; გადაღებულია ეპიზოდურ როლებში კინოფილმებში: "12 სკამი", "ჯარისკაცის მამა", "ღიმილის ბიჭები", "პიერი - მილიციის თანამშრომელი", "უდიპლომო სასიძო" და "ფეოლა". თეატრისა და კინოს მსახიობი.