ივანე გვინჩიძე ( 14 მაისი 1909-1974) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
1925-1929 წწ. მუშაობდა "წითელ თეატრში". 1929-1939 წწ. მოღვაწეობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1944-1947 წწ. და 1952-1957 წწ. იყო ამავე თეატრის დირექტორი. მონაწილეობს ფილმებში: "უკანასკნელი ჯვაროსნები"(ს. დოლიძე, 1941, მილოში), "მდინარის გაღმა" (ზ. ბერიშვილი, 1935, ჯანგარი), "ბედნიერი შეხვედრა" (ნ. სანიშვილი, 1949, სევერიანი), "გაზაფხული საკენში" (ნ. სანიშვილი, 1950, რაიკომის მდივანი), "აბეზარა" (ნ. სანიშვილი, 1956, მინისტრი), "ისინჩამოდიან მთიდან" (ნ. სანიშვილი, 1954), "დღე უკანასკნელი, დღე პირველი" (ს. დოლიძე, 1959), "მხოლოდ 17 კილომეტრი" (კ. კერესელიძე, 1964), "უყაიმო თამაში" (ი. ქავთრაძე, 1966).