ელენე გოგოლევა ( 7 აპრილი 1900-1993) არტისტი,მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.
დაამთავრა მოსკოვის ფილარმონიასთან არსებული მუსიკალურ–დრამატული სასწავლებელი.
მე–2 კურსიდან მიიწვიეს მოსკოვის მცირე თეატრში; პერიოდულად მონაწილეობდა ა. გრობოედოვის სახელობის თეატრის სპექტაკლებში; მისი შესრულებული როლებია: სოფიო (ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), პრინცესა ებოლი (ფ. შილერის "დონ კარლოსი", დადგმა კოტე მარჯანიშვილის, 1933), ივდითი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"); გარკვეული წვლილი მიუძღვის ქართულ–რუსულ თეატრალ ურთიერთობათა განმტკიცებაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.