არჩილ გომიაშვილი ( 23 მარტი 1926-2005) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.
სწავლობდა მოსკოვში ნემიროვიჩ–დანჩენკოს სახელობის სკოლა–სტუდიაში.
1944 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა ა. გრიბოედოვის სახელობის რუსთავის დრამატულ თეატრში; რამდენიმე სეზონი იმუშავა სოხუმისა და გორის, წლების მანძილზე კი თბილისის კ. მარჯანიშვილის და ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრებში; 1971 წლიდან მუშაობდა მოსკოვის ლენინური კომკავშირის სახელობის თეატრებში; თეატრში მუშაობის პარალელურად წლების მანძილოზე კონცერტებს მართავდა სსრკ ქალაქებში; სცენაზე შესრულებული აქვს 100–მდე როლი, მათ შორის: არმანი(ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), ალდემარო(ლოპე დე ვეგას "ცეკვის მასწავლებელი"), ვიქტორი(ლ. ზორინის "ვარშავული მელოდიები"); 1961 წლიდან იღებენ კინოში, როლები: ზურაბი("თხუნელა", 1962), კოსტაია("რაც გინახავს ვეღარ ნახავ", 1965), ოსტაპ ბენდერი("თორმეტი სკამი", 1971), ნუგზარ პაპაშვილი("მიმინო", 1977); დადგა პანტონიმა "სასაცილო და ნაღვლიანი ნოველები". 1990 წელს კომპანია "სითი ბიზნესის" პრეზიდენტი გახდა, ხოლო 1992 წელს მან მოსკოვში გახსნა კლუბი "ოქროს ოსტაპი", რომელმაც მცირე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა.