მალხაზ გორგილაძე ( 4 აპრილი 1938-1996) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1960 წელს.
1960-1963წწ. მუშაობდა სანკულტურის, 1963-1967წწ. მარჯანიშვილის, 1967-1975წწ. რუსთავის თეატრებში. 1975 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კვლავ კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: პიატორკინი (მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), მეშემი (ვ. სკრიბის "ჭიქა წყალი"),
კონკეი (ჯ. პრისტლის "დრო და კონკეის ოჯახი"), კორობეინიკოვი (ა. არბუზოვის "სახლი ქალაქის განაპირას"), ვახტანგი (ლ. იოსელიანის "ჩვენი ერთი საღამო"), ჯიბო (ო. იოსელიანის "ცეცხლთან თამაში"), გიგი (მ. ხუხაშვილის "მთწმინდის მთვარე"), კრისტიანი (ე. როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი"), თავადი ოლენსკი, მხატვარი (ვ. კოროსტილევის "ასი წლის შემდეგ", "მარტოობის დღესასწაული"), ვახტანგი (ა. ჩხაიძის "ხიდი"), მეფე (პ. კაკაბაძის "კახაბერის ხმალი"), ამერიკელი (ვ. მაიაკოვსკის "აბანო"), ზაზა ნაკაშიძე (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), სასიძო (ფ. გარსია ლორკას "სისხლიანი ქორწილი"), ვაჟა (ლ., თაბუკაშვილის "ძველი ვალსი"), სანდრო (ი. გარუჩავას და პ. ხოტიანოვსკის "შენი მიწა"), სტეკლოვი (მ. შატროვის "30 აგვისტო"), ანატოლი (ნ. დუმბაძის "მე ვხედავ მზეს"); გადაღებულია ქართულ კინოფილმებში: "ნინო", "დღე პირველი, დღე უკანასკნელი", "ენგურის ნაპირებზე", "დათა თუთაშხია" და სხვა.
გორგილაძე – აგარა, ადლია, ალამბარი, ანგისა, აქუცა, აჭყვა, ახალსოფელი, ახალშენი, ბათუმი, ბობოყვათი, ბუკნარი, განთიადი, გომარდული, გონიო, გორგაძეები, გულები, გურძაული, დანდალო, ვაიო, ზესოფელი, თოდოგაური, კაპრეშუმი, კახაბერი, კვაშტა, კვირიკე, კოლოტაური, მახინჯაური, მახუნცეთი, მეჯინისწყალი, მუხაესტატე, ორთაბათუმი, ოჩხამური, პაპოშვილები, სალიბაურისი, სახალვაშო, ურეხი, ფაჩხა, ფერია, ქაქუთი, ქედა, ყინჩაური, შავლიძეები, შუაღელე, ჩაისუბანი, ჩაქვისთავი, ქობულეთი, ციხისძირი, ძირკვაძეები, ძმაგულა, წყავროკა, ჭარნალი, ჭერი, ხალა, ხარაულა, ხელვაჩაური, ხუცუბანი, ჯიხანჯური
http://www.geogen.ge/ge/treasurege/79/4306/