გიორგი გოცირელი ( 21 აპრილი 1921-1976) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის პირველი რკინიგზის საშუალო სკოლა 1939 წელს.
პარალელურად მონაწილეობდა სხვადასხვა კლუბებთან არსებულ ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებში; 1944-1948წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში. მარჯანიშვილის თეატრში შექმნილი სახეებოდან აღსანიშნავია: ავეტიკა და ზაქარია (აქვ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), იასონი (ვ. გაბესკირიას "უფსკრულთან"), მიხო (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ილია (დ. კლდიაშვილის "უბედურება"), ზალიკა (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), დრუჟინინი (ა. სოფრონოვის "მოსკოვური ხასიათი"), ზალკინტი (ვ. აჟაევის "მოსკოვიდან დაშორებით"), ანტონიო, ბალთაზარი (უ. შექსპირის "მეთორმეტე ღამე" და "რომეო და ჯულიეტა"), მოდანსი (ალ. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), ოკელი (ფ. შილერის "მარიამ სტიუარტი") და სხვა; გადაღებულია ფილმებში: "ცისკრის ზარები" (თემრაზი, 1967), "წყალდიდობა" (1970), "გათენების წინ" (ავალო, 1971). 1952 წლიდან შეთავსებით მუშაობდა ა/კ რკინიგზის სამმართველოს კლუბთან არსებულ მხატვრული აღზრდის დრამატული წრის ხელმძღვანელად.