ნიკო გოცირიძე ( 16 თებერვალი 1872-1949) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
1893-1921წწ. მუშაობდა მღებავად რკინიგზის დეპოში (თბილისი); პირველად 12 წლისამ ითამაშა ზ. ანტონოვის პიესაში "ქოროღლი" პატარა ბიჭის როლი. ამის შემდეგ ხშირად გამოდიოდა ეპიზოდურ როლებში. 1921 წელს მიიწვიეს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, ხოლო 1930 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. სულ შესრულებული აქვს 300-ზე მეტი როლი: განსაკუთრებით გაითქვა სახელი ვაჭარ–ხელოსანთა ტიპების განსახიერებით; მისი მნიშვნელოვანი როლებია: გიქო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), გიჟმოზე (გ. სუნდუკიანის "დაქცეული ოჯახი"), პოლონიუსი (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), კოსტილევი (მ. გორკის "ფსკერზე"); აკოფა, სტეფან მაკარიჩი (ა. ცაგარელის "ხანუმა", "ციმბირელი"),გეურქა (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება"), ფიჩხულა (გრ. რობაქიძის "უდეგა"),იშაი (გ. ბააზოვის "მინჯები ალაპარაკდნენ", ერში (იუშკევიჩის "მეფე") და სხვა. ნ. გოცირიძეს შესანიშნვი ხმა ჰქონდა და 1893 წ. მომღერალთა გუნდში ჩარიცხეს; ვასო აბაშიძესთან ერთად გამოდიოდა კონცერტებში და მღეროდა. ნ. გოცირიძემ შექმნა ოსური თეატრი საქართველოში. პირველი ოსური წარმოდგენა "ბიძა" მან გამართა ზუბალაშვილების სახალხო თეატრში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
გოცირიძე - ახალსოფელი, ბოყვა, ბუგეული, ზნაკვა, თლუღი, იწა, მუხლი, ნიკორწმინდა, ონი, სორი, სხვავა, ღუნდა, ცხმორი, ჭელიაღელე, ხოტევი
http://www.geogen.ge/ge/treasurege/18/4306/
ნიკოლოზ (ნიკო) სიმონის ძე გოცირიძე (დ. 16 თებერვალი, 1872, თბილისი — გ. 30 ივლისი, 1949, იქვე) — ქართველი მსახიობი, ვანო სარაჯიშვილისა და ვასო აბაშიძის შემდეგ ერთ-ერთ პირველს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტი (1924).
ბიოგრაფია
შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის რკინიგზის დეპოში მღებავად. პარალელურად გამოდიოდა ავჭალის აუდიტორიაში, ხოლო 1909 წლიდან ზუბალაშვილების სახალხო სახლში (ახლანდელი კოტე მარჯანიშვილის თეატრი), ამასთან ნიკოლოზ გოცირიძე, როგორც კარგი ხმის პატრონი, მღეროდა იოსებ რატილის და ალექსანდრე (სანდრო) კავსაძეს გუნდებში.
1921 წელს მიიწვიეს რუსთაველის, ხოლო 1930 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში. ნიკოლოზ გოცირიძეს პოპულარობა მოუტანა ჯერ კიდევ მუშათა სცენაზე შესრულებულმა როლებმა: ავეტიქა (ავქსენტი ცაგარელის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), გრუშევსკი (ტრიფონ რამიშვილის „მეზობლები“), გასტონი („პარიზის ღარიბ-ღატაკები“), შმაგა („უდანაშაულო დამნაშავენი“), ბიზო („პარიზის ბიჭები“), პავლე მედროგე (გერჰარტ ჰაუპტმანის „მელანიას ოინები“), ოსიპი (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), საქუა („მსხვერპლი“), ოსეფა (რაფიელ ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“), აკოფა (ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“). დიდ სცენაზე მისი პირველი როლი იყო ზაზა „სამშობლოში“. ამას მოჰყვა გეურქა (ზურაბ ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“), ჟურდენი (მოლიერის „გააზნაურებული მდაბიო“), მოსამართლე (ხაკინტო ბენავენტე ი მარტინესის „ინტერესთა თამაში“), გიქო, გიჟმოზე (გაბრიელ სუნდუკიანის „პეპო“, „დაქცეული ოჯახი“), კოსტილევი (მაქსიმ გორკის „ფსკერზე“) და სხვა.
ნიკოლოზ გოცირიძე სცენაზე 60 წელი იდგა და მის მიერ განვლილ პერიოდზე დაწერა „მოგონებები“. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.