სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11211

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ვასო გოძიაშვილი 1905-1976წწ გარდ. 71 წლის, მსახიობი,  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი; წარმ. გურჯაანი კახეთი

1905-1976 წწ. გარდ. 71 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი გოძიაშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

26       ბეჭდვა

ვასო გოძიაშვილი 1905-1976წწ გარდ. 71 წლის, მსახიობი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი; წარმ. გურჯაანი კახეთი

ვასო გოძიაშვილი ( 27 ნოემბერი 1905-1976) მსახიობი.


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა დრამატურგიულ სტუდიაში 1922-1924წწ.


1924–1930წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი; 1930 წლიდან გარდაცვალებამდე კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; მის მიერ შექმნილი ლუარსაბ თათქარიძის სახე ("კაცია–ადამიანი?!", ი. ჭავჭავაძის მიხედვით) ქართულ თეატრის ისტორიაში შევიდა, როგორც ქართული აქტიორული სკოლის ერთ–ერთი ბრწყინვალე მონაპოვარი; სხვა როლები: ახმა (ს. შანშიაშვილის "ანზორი"), რუი ბლაზი(ვ. ჰიუგოს "რუი ბლაზი"), ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), მეფე ერეკლე (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), რიჩარდ III(უ. შექსპირის "რიჩარდ III"); აღსანიშნავია მის მიერ დადგმული სპექტაკლი "ძველი ვოდევილები", "ბუტიაობა"(ა. წერეთლი), "ოინბაზი"(ა. ცაგარელი), "სასამართლოში" (ბახუტაშვილი), სადაც თვითონ ბრწყინვალედ შეასრულა ტიგრან ოფოფიანცის, არშაკას და სპექტაკლის წამყვანის – მოხუცი მსახიობის – როლები; ასევე წარმატებით მოღვაწეობდა კინოში –  სიკო ("ქეთო და კოტე", 1948), ავეტიკა ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", 1965), კათალიკოსი მელქისედეკი ("დიდოსტატის მარჯვენა", 1970) და სხვ. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში, არის ესტრადის მსახიობთა I საკავშირო კონკურსის ლაურეატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

გოძიაშვილი – ველისციხევაქირი, თელავი, ლაგოდეხი, მშვიდობიანი, სიღნაღი

http://www.geogen.ge/ge/treasurege/82/4306/




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.03.2020
ბოლო რედაქტირება 26.02.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.03.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0