ლია გუდაძე ( 11 დეკემბერი 1947) მსახიობი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1963 წელს.
1963-1992წწ. მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეატრში. სტუდენტობისას მონაწილეობდა კინოგადაღებებში: "გლახის ნაამბობი "(ლ. ესაკია, 1961); "კეთილი ადამიანები" (შ. მანაგაძე, 1961). ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა კომედიაში "ლონდრე" (თ. მელიავა, 1966, ამეთვისტო). გადაღებულია ფილმებში: "უყაიმო თამაში" (ი. ქავთარაძე, 1966); "არ იდარდო" (გ. დანელია, 1969); "ვერის უბნის მელოდიები" (გ. შენგელაია, 1973); "სოფლის აშიკი" (რ. ჭარხალაშვილი, 1976); "დათა თუთაშხია" (გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978); "მეცამეტე გოჭი" (რ. ჭარხალაშვილი, 1979); "იცოცხლე გენაცვალე!" (თ. გომელაური, ვ. კაკაბაძე, 1981); "გმადლობთ, რატილი" (გ. კალატოზიშვილი, 1984); " ახალი არკადია" (თ. ფალავანდიშვილი, 1986); "გამოცხადება" (გ. მატარაძე, 1988), "მდგმურები" (დ. ჯანელიძე, 1989), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (რ. ჩხეიძე, 1989); "ოქროს ობობა" (მ. ანთაძე, გ. ქავთარაძე, დ. კვარაცხელია, 1992), "ქუჩის დღეები" (დ. კოღუაშვილი, 2010).
გთხოვთ,თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია გაქვთ ამ პიროვნების შესახებ,მოგვაწოდოთ.