სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ვალერიან გუნია 1862-1938წწ დრამატურგი, მსახიობი, პედაგოგი, რეჟისორი დაბ. სოფ. ეკი, სენაკი,სამეგრელო.

1862-1938 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი გუნია სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

33       ბეჭდვა

ვალერიან გუნია 1862-1938წწ დრამატურგი, მსახიობი, პედაგოგი, რეჟისორი დაბ. სოფ. ეკი, სენაკი,სამეგრელო.

ვალერიან გუნია ( 21 იანვარი 1862-1938) დრამატურგი, მსახიობი, პედაგოგი, რეჟისორი.


დაბადების ადგილი: სენაკის რაიონი, სოფელი ეკი.

კერძო მასწავლებლების ხელმძღვანელობით შეისწავლა რუსული და გერმანული ენები.

შევიდა თბილისის რეალურ სასწავლებელში 1876 წელს. 1881 წელს პოლიტიკურ გამოსვლებში მონაწილეობისათვის სასწავლებლიდან გარიცხეს. სწავლა განაგრძო მოსკოვში, მსმენელად პეტროვსკო-რაზუმოვსკოეს სასოფლო–სამეურნეო აკადემიაში. მოსკოვში ა. სუმბათაშვილ-იუჟინის დახმარებით დაუახლოვდა მოსკოვის მცირე თეატრს და შეუდგა თეატრალური საქმიანობის შესწავლას. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 1882 წელს ვ. აბაშიძის ხელმძღვანელობით პირველად გავიდა სცენაზე. პარალელურად აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1883 წლიდან მოღვაწეობდა ქართულ პროფესიულ თეატრში. იგი გამოირჩეოდა დიდი სცენური მომხიბვლელობით, შთამბეჭდავი გარეგნობით, შესანიშნავი ხმით, ძლიერი ტემპერამენტით. მან შეასრულა შემდეგი როლები: ოტელო (უ. შექსპირის "ოტელო"), მეფე ლირი (უ. შექსპირის "მეფე ლირი"), ოიდიპოსი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), კაკო ყაჩაღი (ი. ჭავჭავაძის "კაკო ყაჩაღი"), ოთარ-ბეგი (ა. სუმბათაშვილ–იუჟინის "ღალატი"); რედაქტორობდა პერიოდულ გამოცემებს, მათ შორის –  ჟურნალ "თეატრს"; დააარსა გაზეთი "ცნობის ფურცელი", იუმორისტული ჟურნალი "ნიშადური"; 1888 წელს გამოსცა "საქართველოს კალენდარი"; წლების განმავლობაში სათავეში ედგა ქართულ დრამატულ დასებს; 1921 წლიდან ხელმძღვანელობდა ქართულ თეატრებს. მას მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ქართულ თეატრში რეალისტური მიმართულების დამკვიდრებასა და ქართველ პროფესიონალ მსახიობთა აღზრდის საქმეში. 1913 წლიდან მოღვაწეობდა კინოში;  მან შექმნა და გადმოაკეთა მრავალი პიესა, მათ შორის აღსანიშნავია: "და–ძმა", "არლუმი", "სიძე სიმამრი", "ნაოხარზე", "რაც არ გერგება არ შეგერგება", "ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე"; მანვე დაწერა ლიბრეტოები ოპერებისათვის - ზ. ფალიაშვილის "დაისი", დ. არაყიშვილის "დინარა"; ასევე აღსანიშნავია მისი ისტორიული ნარკვევი – "ქართული თეატრი 1879-1889წწ."; თეატრალური მოღვაწე, კრიტიკოსი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.03.2020
ბოლო რედაქტირება 21.01.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0