გიორგი დარისპანაშვილი ( 11 ივნისი 1905-1985) მსახიობი,რეჟისორი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
1920 წელს დაიწყო სასცენო მოღვაწეობა; 1927-1928წწ. იყო თბილისის მუშათა თეატრის, 1928-1933წწ.
კი თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი და რეჟისორი; შეასრულა როლები: შამილი (ი. ვაკელის "შამილი"), ლადო კეცხოველი (გ. ნახუცრიშვილის "ლადო კეცხოველი"), ბიძინა ჩოლოყაშვილი (ა. წერეთლის "ბაში–აჩუკი"); მოზარდ მაყურებელთა თეატრში დადგა – ს. მთავარაძის "აურიე რგოლი", ა. კაჭკაჭიშვილის "პარტიზანები", ნ. ლომოურის "ქაჯანა"; არის ათამდე პიესის ავტორი, მათ შორის აღსანიშნავია – "ხიდქვეშ", "ძმები", "ტყის მეგობარი"; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
დარისპანაშვილი – გიორგიწმინდა, გურჯაანი, კაჭრეთი, საგარეჯო
http://geogen.ge/ge/treasurege/82/4307/