კოტე დაუშვილი ( 19 მარტი 1909-1980) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.
1927 წლიდან დაიწყო სასცენო მოღვაწეობა; 1928-1930წწ. მუშაობდა თბილისის წითელი არმიის და ნაძალადევის თეატრებში; 1934-1935წწ. იყო ბაქოს ქართული თეატრის, 1935-1938წწ. თბილისის კინოსტუდიის, 1930-1934წწ. და 1942-1959წწ. კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ბეგლარი(კ. კალაძის "როგორ"), კვეჟენაძე(შ. დადიანის "კაკალ გულში"), ჯიბილო(პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), კნუროვი(ა. ოსტროვსკის "უმზითვო"), გელა(ა. ყაზბეგის "მოძღვრის" ინსცენირება), გიჟუა(ა. ცაგარლის "რაც გინახავს ვეღარ ნახავ"); კინოში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მწყემსი ბიჭი("უდაბნო", 1932), ბიგაი("მდინარის იქით", 1934), ნიკო("გაზაფხული საკენში", 1950), მოურავი("აკაკის აკვანი", 1947), სელიმ-ხანი("ბაში–აჩუკი", 1956), გიგია("პაპა გიგია", 1960), ბოდოკია("დიდოსტატის მარჯვენა", 1970), ციციკორე("ნატვრის ხე", 1976), ზვიადა("შეხვედრა მათაში", 1966); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.