ვენერა დბარი ( 19 მაისი 1914-1978) მსახიობი.
დაბადების ადგილი: სოფელი ზვანდირი, გუდაუთის რაიონი.
დაამთავრა ზვანდირის საშუალო სკოლა 1929 წელს.
1931-1932წწ. მუშაობდა ჩერნორეჩენსკის მეურნეობაში; 1934 წლიდან ის სოხუმის თეტრის აფხაზური დასის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ოქსანა (ა. კორნეიჩუკის "ესკადრის დაღუპვა"), ხასანიტა (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), ქალბატონი დე სატანვილი (მოლიერის "ჟორჟ დანდენი"), ბიანკა (უ. შექსპირის "ოტელო"), ხიმრა ( მ. ლაკერბაიას "სიბილა იგუავერა"), კორინკინა(ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), აგრაფინა (ნ. მიქავას "მსახიობის სიყვარული"), მედინა (ვ. პატარაიას "უჩა ურიდია", ტელი (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ-მალ-ალან"), ფეოდოსია (მ. გორკის "უკანასკნელნი"), დანაკაის დედა (მ. ლაკერბაიას "დანაკაი")