გიორგი დვანაძე (1829-1886) მსახიობი.
დაბადების ადგილი: სოფელი ჭალა, კასპის რაიონი.
სწავლობდა გორის სამაზრო სასწავლებელში.
იყო გიორგი ერისთავის დასის ერთ–ერთი პირველი წევრი; 1856 წელს თეატრის დაშლის შემდეგ სოფელში დაბრუნდა და მეურნეობას მოჰკიდა ხელი; პარალელურად მონაწილეობდა სცენისმოყვარულთა წარმოდგენებში; ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, ჟურნალ "ცისკარში" ბეჭდავდა ლექსებს (მის ლექსებზე შემდეგ სიმღერებს ქმნიდნენ); ცილისწამების ნიადაგზე (დააბრალეს კაცის მოკვლა) 10 წლით კატორღა და სამუდამოდ ციმბირში გადასხახლება მიუსაჯეს; 1886 წელს შეწყალეს და გაათავისუფლეს, მაგრამ სამშობლოში ვეღარ ჩამოაღწია; გ. ერისთავის თეატრში შესრულებული როლები: დავით სერაშიძე, აზნაური გვერდელაძე (ზ. ანტონოვის "მინდა კნეინა გავხდე" და "ქმარი ხუთი ცოლისა"), მარტირუზა, ხარაზი ასანა (გ. ერისთავის "უჩინმაჩინის ქუდი" და "თილისმის ხანი"); ასევე წერდა პიესებს; 1852–1853წწ. დაიდგა მისი პიესა – "სახლი კუკიაში"; 1878 წელს გამოიცა მის მიერ დაწერილი პოემა – "ყარაბაღელი ყაჩაღი ასლან ბეგი"; ასევე საინტერესოა ციხეში დაწერილი ავტობიოგრაფია – "სიყმაწვილიდან ჩემი ცხოვრება", რომელიც საინტერესო ფაქტობრივ მასალას შეიცავს.
გთხოვთ,თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია გაქვთ ამ პიროვნების შესახებ,მოგვაწოდოთ.