კონსტანტინე დობჟინსკი ( 25 დეკემბერი 1889-1967) მსახიობი.
1906 წლიდან დაიწყო სასცენო მოღვაწეობა ქ. ნიკოლაევში; იყო რუსეთის სხვადასხვა თეატრების მსახიობი; 1936 წლიდან მუშაობდა თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრში; მისი საუკეთესო როლები იყო: ფლორ ფედულიჩი, ჩუგუნოვი (ა. ოსტროვსკის "უკანასკნელი მსხვერპლი", "მგლები და ცხვრები"), ბერესტი (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ჟელეზნოვი (მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), სტოროჟევი (ნ. ვირტას "მიწა"), კარასავინი (ს. ნაიდენოვის "ვანიუშინის ოჯახი").
გთხოვთ,თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია გაქვთ ამ პიროვნების შესახებ,მოგვაწოდოთ.