ირინე დონაური-ჭელიძე ( 14 აპრილი 1912-1979) მსახიობი.
დაბადების ადგილი: სოფელი ბაკურციხე, სიღნაღის რაიონი. ახლანდელი გურჯაანის რაიონი.
სკოლის დამთავრების შემდეგ, 1927 წელს შევიდა თეატრალურ სტუდიაში, სადაც მხოლოდ ერთი წელი დაჰყო. 1928 წელს იგი მიჰყვება კოტე მარჯანიშვილს მის მიერ დაარსებულ ქუთაის-ბათუმის თეატრში (დღეს თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი). პირველი სახე, რომელიც ამ თეატრში შექმნა დიდი რეჟისორის ხელმძღვანელობით, იყო გრეტას პატარა როლი ე. ტოლერის პიესაში "ჰოპლა, ჩვენ ვცოვხლობთ". 1933 წელს იგი მიიწვია ახლად დაარსებულ თბილისის მოზარდ მაყურებლელთა ქართული თეატრის ხელმძღვანელმა, რეჟისორმა ალ. თაყაიშვილმა. აქ იგი მოღვაწეობს 1938 წლამდე. 1938-1944 წწ. სოხუმის თეატრის მსახიობია. 1944-1948წწ. კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრშია, ხოლო 1948 წელს იგი კვლავ სოხუმის სახელმწიფო თეატრიშია. ამ თეატრში მის მიერ განხორციელებული როლებია: სპინოზა, ივდითი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), დეზდემონა, ბიატრიჩე (უ. შექსპირის "ოტელო", "აურზაური არაფრის გამო"), პატარძალი (ფ. გარსია ლორკას "სისხლიანი ქორწილი"), ლუიზა (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), დოლორესი (ვ. სარდუს "ფლანდრია"), დედოფალი, ანა (ე. სკრიბის "ჭიქა-წყალი"), რუქაია (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), ლაურენსია, ხასინტა (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), ფაცია (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ვარდო (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), ხატიჯე (კ. კალაძის "ხატიჯე"), ნატო (მ. მრევლიშვილის "ხარატაანთ კერა"), ცაბუ, ფატი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), დიანა (ვ. მინკოს "გვარს არ ვასახელებთ"), აიშე (ი. ვაკელის "შური"), ვალიდა (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), თეკლე (ს. შანშიაშვილის "უგვირგვინო მეფენი") და სხვა.