ანა დონჟაშვილი-ღამბაშიძე ( 3 თებერვალი 1911-1961) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ლაგოდეხი.
სწავლობდა კ. მარჯანიშვილის სტუდიაში.
1928 წელს ჩაირიცხა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, სადაც 30 წელი იღვაწა; ამ სცენაზე მან შექმნა დასამახსოვრებელი სახეები: გრეტა ("ჰოპლა ჩვენ ვცხოვრობთ"), ლიზა ("რაც გინახავს ვეღარ ნახავ"), დაშა ("პური"), კალა ("ნინოშვილის გურია"), სპინოზა ("ურიელ აკოსტა"), ირინე ("კოლმეურნის ქორწინება"), ნიშეტ ("მარგარიტა გოტიე"), სონა ("ხანუმა"), ციცინო ("გამახარე"), კატო ("უფსკრულთან"); მან მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ეროვნული კულტურის განვითარების საქმეს მოახმარა. მსახიობ შალვა ღამბაშიძის მეუღლე.