გრიგოლ ებრალიძე სეფეს ძე (21 მარტი 1918-1986) მსახიობი,რეჟისორი.
დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.
პროფესიული თეატრის სცენაზე პირველად გამოვიდა 1937 წელს ლანჩხუთში და შეასრულა ლევანის როლი ს. კლდიაშვილის პიესაში "გმირთა თაობა". ამ თეატრში იმუშავა 1947 წლამდე; 1947 წელს მიიწვიეს ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრში, სადაც სიცოცხლის ბოლო დღემდე მოღვაწეობდა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ელიშუქი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), გიჟუა (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), კაკუტა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ბახა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), გიორგი (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი"), დუდკინი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ლუჩენციო (შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება"), მინაი დუდნიკოვი (ვ. დარასელის "კიკვიძე") და სხვ.; მონაწილეობდა ქართულ ფილმებში, ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას; 1947-1949წწ. ხელმძღვანელობდა ფოთის ე. ნინოშვილის სახელობის კლუბთან არსებულ დრამატულ წრეს, სადაც განახორციელა მრავალი დადგმა.
დაკრძალულია ფოთში, ნინოშვილის სასაფლაოზე.
როლები ბეჟანას (მე ვხედავ მზეს), ნიკო ნიკოლაძე (ნიკო ნიკოლაძე), ილია ჭავჭავაძე (წიწამური)
ნიკოლაძის ქალიშვილი ისე აღფრთოვანდა მისი შესრულებული ნიკოთი, მისი ნაქონი ცილინდრი და ხელჯოხი აჩუქა
საქართველოს დამსახურებული არტისტი
გიგა ებრალიძე მის ერთ-ერთ გამორჩეულ ახალგაზრდა კოლეგასა და მეგობართან, ომგერ როხვაძესთან ერთად პირველი საშუალოს სკოლის მოსწავლეებს ხვდება
ინფორმაცია მოგვაწოდა დალი ებრალიძე, გრიგოლ (გიგა) ებრალიძის შვილიშვილი. ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის დასის მმართველი.