სერგეი ეგიზარიანი ( 10 სექტემბერი 1922) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
1947-1951წწ. სწავლობდა ერევნის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე.
ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მუშაობას იწყებს მსახიობად ერევნის სუნდუკიანის სახელობის აკადემიურ თეატრში. 1952 წელს ს. ეგიზარიანი გადავიდა კიროვაკინის აბელიანის სახელობის სახელმწიფო თეატრში. 1954 წლიდან თბილისი პ. ადამიანის სახელობის დრამატული სომხური თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ზიმზიმოვი, მოსისიანი, ოქრო (გ. სუნდუკიანის "პეპო", "ხათაბალა", "ძველი თბილისი"), მალვილიო (უ. შექსპირის "მეთორმეტე ღამე"), მუროვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), გოგოლი, სანდრო (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა", "მარადისობის კანონი"), კობა (ალ. ყაზბეგის "მამის მკვლელი"), ოსიპი ნ. გოგოლის "რევიზორი"), აკოპ ალაჯიანი, სუსიკიანი (ჟ. არუთინიანის "შენი უკანასკნელი ნავსაგდური", "სუნდუკიანის სიზმარი"), ჩესმაკოვი (მ. გორკის "მდაბიონი"), კოვრიგინი (გ. მდივნის "ვინ არის დამნაშავე") და სხვა. ს. ეგიზარიანი გდაღებულია ქართულ კინოშიც.