იზოლდა ელისაშვილი ( 18 აპრილი 1929-2016) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა კოტე მარჯანიშვილის თეატრალური სტუდია 1949 წელს.
1950 წლიდან თბილისის მოზარდ-მაყურებელთა ქართული თეარტის მსახიობია; შესრულებული აქვს 60-მდე როლი, რომელთაგან აღსანიშნავია: ნიკო (გ. ბერძენიშვილის "ბედნიერებისაკენ"), კუწო (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), ეტიენი (ც. სოლოდარის "მარსელელი ბიჭები"), წითელქუდა (ე. შვარცის "წითელქუდა") ვოვკა (ს. მიხალკოვის "სომბრერო"), პეტია (მ. შატროვის "რევოლუციის სახელით"), პეტკა (ი. დიკის "პეტკა კოსმოსში"), ჯიმი (რ. სტივენსონის "განძთა კუნძული"); ძირითადად ასრულებდა პატარა ბიჭებისა და გოგონების როლებს.
ელისაშვილი – გავაზი, ვეჯინი, კარდანახი
http://www.geogen.ge/ge/treasurege/82/4308/