ალექსანდრე ენგელჰარდტი ( 24 აპრილი 1902-1978) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. სმოლენსკი.
1921 წელს პირველად გამოვიდა ქ. ივანოვო-ვოზნესენსკის კლუბთან არსებულ სცენისმოყვარულთა წარმოდგენაში. შემდეგ კი მონაწილეობდა საბავშვო წარმოდგენების მოწყობაში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ლენინგრადის მოზარდ მაყურებლთა (1930-1933), ნოვოსიმბირსკის მოზარდ მაყურებელთა (1938-1939) თეატრებში. 1939 წელს მოიწვიეს თბილისის მოზარდ მაყურებლთა რუსულ თეატრში.
შესრულებული აქვს 150-ზე მეტი სხვადასხვა ხასიათის როლი; მათ შორის აღსანიშნავია: ხლესტაკოვი და პოდკოლესინი (ნ. გოგოლის "რევიზორი", "ქორწინება"), კორშუნოვი, კულიბინი (ა. ოსტროვსკის "სიღარიბე ცოდვად არ ჩაითვლება", "რისხვა"), ბერსენევი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), შპიგელბერგი, ვურმი (ფ. შილერის "ყაჩაღები", "ვერაგობა და სიყვარული"), პანტალონე (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), და სხვა. ამას გარდა სხვადასხვა დროს იყო სამხატვრო ხელმძღვანელად არხანგელსკის, ნოვოსიბირსკის და ბოლოს თბილისის რუსულ თოჯინების თეატრში.