მერი ერგნელი ( 21 მაისი 1906-1991) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
1922-1925წწ. სწავლობდა საქართველოს პროლეტკულტის დარმატულ სტუდიაში.
1924 წლიდან იყო თბილისის "წითელი თეატრის" მსახიობი. 1926-1927წწ. ქუთაისის თეატრის მსახიობი, 1928 წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ფრაუ ბიუცნერი (ნ. საცის "ფრიც ბაუერი"), კლორიდა (ი. ზაიაიცკის "რობინ ჰუდი"), კაწაწა(გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), კუკუშკინა (ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"), ლედი კაპულეტი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"). თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი