სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11211

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ეკატერინე ვერულაშვილი 1917-1973წწ  მსახიობი. წარმ. იმერეთი. დაბ. თბილისი

1917-1973 წწ. გარდ. 56 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ვერულაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

16       ბეჭდვა

ეკატერინე ვერულაშვილი 1917-1973წწ მსახიობი. წარმ. იმერეთი. დაბ. თბილისი

ეკატერინე ვერულაშვილი ( 27 ივლისი 1917-1973) მსახიობი.


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1940 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მსახიობად მუშაობდა ქუთაისის, ხაშურის, გორისა და თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრებში, ხოლო 1955 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მოღვაწეობდა.


შექმნა სახასიათო და კომედიურ სახეთა მთელი გალერეა: ქაბატო (ა. ცაგარლის "ხანუმა), ლამაზისეული (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"), სოფი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), მუზა (კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები"), გაიანე (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), კეკელა (შ. დადიანის "გუშინდელნი"), რუსუდანი (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის  ასული"), დარო (ტ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძელი"), ოთარაანთ ქვრივი (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი"), ნინო (შ. ნარსიას "გრძნობის ჭიდილი"), ირინა  პანტელეიმონოვნა (ნ. გოგოლის "ქორწინება"), პორტაპოვნა (ა. ოსტოვსკის "უმზითვო"), მართა (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის "მე ბებია ილიკო და ილარიონი") და სხვ.; კინოფილმებში შეასრულა ოცამდე სახასიათო როლი, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია: სასიდედრო (მ. კობახიძის "ქორწილი", 1964), დამსვენებელი ქალი ("წარსული ზაფხული", 1959), მეზობელი ("კეთილი ადამიანები"; 1961), ჭორიკანა ("მალე გაზაფხული მოვა", 1967), დედა ("ალადინის ჯადოსნური ლამპარი", 1967)  "ცეროდენა რაინდები", "ვინ შეკაზმავს ცხენს", "მალე გაზაფხული მოვა", "დიდედები და შვილიშვილები", "მოლოდინი" და სხვ. აღიარებულია ეპიზოდური როლების ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად.

ვერულაშვილი - ზოვრეთი, თერჯოლა, თხილთაწყარო, ისრითი, სიმონეთი, ჩხარი

http://www.geogen.ge/ge/treasurege/17/4309/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0