სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12300

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ავთანდილ ვერულეიშვილი 1918-1987წწ  მსახიობი. დაბ. ხაშური, ქართლი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ვერულეიშვილი სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

ავთანდილ ვერულეიშვილი 1918-1987წწ მსახიობი. დაბ. ხაშური, ქართლი.

ავთანდილ ვერულეიშვილი (18 თებერვალი 1918-1987) მსახიობი.


დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

სწავლობდა თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1941 წელს.


მსახიობად მუშაობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კინტო (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), მეღორე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), მოლა მუსა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ტიბალტი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), აიტუზა (მ. მრევლიშვილის "ხარატაანთ კერა"), რაბინი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), დერვიში (ნ. ჰიქმეთის "ლეგენდა სიყვარულზე"), სერგო, დარჩო (ა. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში", "ყარამან ყანთელაძე"), ფიჩხულა (ა. ცაგარლის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ჩინჩახელი (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), ამილახვარი (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი") და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "თხუნელა" (1962), "არდადეგებზე" (1962), "rაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (1965), "გელა" (1971), "როცა დედები შინ არ არიან" (1977), "დათა თუთაშხია" (I-ქურდი, 1978); მოღვაწეობდა ქართულ ესტრადაზე; მონაწილეობდა ტელე - და რადიოდადგმებში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ალექსანდრე ვერულეიშვილი 1916-2000წწ. მხატვარი, დაბ. ხაშური, ქართლი.

1 0