თამარ ვიხოდცევა ( 23 დეკემბერი 1907-1993) მოცეკვავე,მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
1917–1920 წლებში სწავლობდა თბილისში ა. ინოჩენცის, 1920–1921 წლებში მ. მორდკინის კერძო საბალეტო სტუდიებში, ხოლო 1921–1926 წლებში მ. პერინის საბალეტო სკოლა-სტუდიაში.
1924–1937 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი მოცეკვავე იყო(ცეკვავდა წამყვან პარტიებს როგორც ქართულ ისე საზღვარგარეთულ ბალეტებში), 1936–1991 წლებში იყო თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის კლასიკური ცეკვის პედაგოგი. მან აღზარდა არაერთი შესანიშნავი მოცეკვავე (ნ. ანანიაშვილი, ლ. მითაიშვილი, ლ. ბაბკოვა, თ. სანაძე, ი. ზელენსკი და სხვ.), რომლებმაც სახელი გაითქვეს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ბალეტის მსახიობი, კლასიკური ცეკვის პედაგოგი.