ალექსანდრე ზაგორსკი ( 26 აგვისტო 1884-1965) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. სარატოვი, რუსეთის ფედერაცია.
დაამთავრა ქალაქ ტამბოვის გიმნაზია.
პირველად პროფესიულ სცენაზე გამოვიდა იაროსლავის ვოლკოვის თეატრში 1908 წელს. ის შემოქმედებით სასცენო მოღვაწეობას ეწეოდა: ჟიტომირის (1921-1922), ასტრახანის (1922-1923), ტულის, კურსკის, არხანგელსკის (1923-1926), იაროსლავის, კალუგის, ჩელიაბინსკის, კაზანის, კოსტრომის (1926-1939) თეატრებში. 1939 წლიდან ა. ზაგორსკი გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ტეტერევი, პროხორ ხრაპოვი(მ. გორკის "ვასა ჟელეზნიოვა", "ბარბაროსები"); ზვეზდინცევი, თავადი ობრეზკოვი (ლ. ტოლსტოის "განათლების ნაყოფი", "ცოცხალი ლეში"); ვერშინინი (ჩეხოვის "სამი და"), გრომილოვი, მამაევი, ლავრ მირონის ძე, ბესსუდნი, ბერკუტოვი (ა. ოსტროვსკის "ტალანტები და თაყვანისმცემლები", "ზოგჯერ ბრძენიც შეცდება", "უკანასკნელი მსხვერპლი", "ხელსაყრელ ადგილზე", "მგლები და ცხვრები"), მინაი კორშუნოვი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), მაკფერსონი (კ. სიმიონოვის "რუსული ხასიათი") და სხვ. გადაღებული იყო კიევისა და თბილისის კინოსტუდიების ფილმებში.