იუზა ზარდალიშვილი ( 20 ნოემბერი 1883-1943) მსახიობი.
დაბადების ადგილი ქ. ქუთაისი.
1904-1907წწ. იყო მეზღვაური; 1907 წელს ჩაირიცხა ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატულ დასში; 1910 წლიდან გამოდიოდა თბილისის თეატრებში; 1912 წელს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ მიავლინა მოსკოვში რუსეთის მოწინავე თეატრების მუშობის გასაცნობად; 1921-1923წწ. დაინიშნა თბილისის თეატრების კომისრად; 1923-1926წწ.
ქუთაისის დრამატული დასის ხელმძღვანელია, ხოლო შემდეგ 1928 წლამდე ფოთის თეატრში მუშაობდა; 1927 წელს მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა საკოლმეურნეო თეატრი, რომელიც დასავლეთ საქართველოს სოფლებს ემსახურებოდა; 1928 წელს კ. მარჯანიშვილმა თავის დასში მიიწვია მსახიობად; მის მიერ შესრულებული როლებია: კრეჩინსკი (სუხოვო-კობილინის "კრეჩინსკის ქორწინება"), მუროვი (ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშევე"), ლევან ხიმშიაშვილი (ერისთავის "სამშობლო"), სოლეიმანი (სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი"), ჩაცკი (გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), ფრანც მოორი (შილერის "ყაჩაღები"), ედგარი, იაგო (შექსპირის "მეფე ლირი", "ოტელო") და სხვ. თამაშობდა სახასიათო და კომიკურ როლებს კომედიებში და ვოდევილებში.