ვალენტინა ზახაროვა (15 აპრილი 1908-1978) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. დონის როსტოვი, რუსეთი.
თეატრალური განათლება მიიღო დონის როსტოვში(1925).
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1924 წლიდან. 1924–1936 წლებში მუშაობდა როსტოვის, დონბასის, ტაგანროგის, სტავროპოლის, ვლადიკავკაზის თეატრებში. 1936 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ვალენტინა ზახაროვა თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. გამოირჩეოდა სცენური მომხიბვლელობით, უშუალობით. ასახიერებდა სრულიად სხვადასხვა ხასიათის როლებს: მაშენკა (ა. ოსტროვსკის "ზოგჯერ ბრძენიც შეცდება"); ანია (ს. ნაიდენოვის "ვანიუშინის ოჯახი"), მაშენკა (ა. აფინოგენოვის "მაშენკა"), შურა (კ. სიმონოვის "რუსი ადამიანები"), ბებია (ა. კასონას "ხეები ზეზეურად კვდებიან"), ანა (ო. ჩიჯავაძის "თხუნელა") და სხვ.