ნატალია ზოლოტოვა ( 7 მაისი 1928-2003) მოცეკვავე,მსახიობი,პედაგოგი,ხელოვნების მუშაკი.
დაბადების ადგილი: ქ. ვიქსა, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი, რუსეთი.
დაამთავრა ლენინგრადის ა. ვაგანოვას სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1945 წელს, ხოლო 1969 წელს–ამავე სასწავლებლის პედაგოგიური განყოფილება.
მუშაობდა ერევნისა (1945–1946) და მინსკის (1946–1948) თეატრებში. 1949–1967 წლებში ნიჟნი-ნოვგოროდის ა. პუშკინის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. 1969–1989 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. მოსწავლეები: ნ. ანანიაშვილი, ი. ლიეპა, ს. ცოი, ი. იოვინა, კ. რიჟოვა და სხვ. ნატალია ზოლოტოვას დიდი ღვაწლი მიუძღვის ნ. ცისკარიძის, ი. ნიორაძის, ი. ზელენსკის, დ. მახათელის წარმატებულ კარიერაში. 1989–1991 წლებში მეუღლესთან, ბ. რახმანინთან ერთად მოიწვიეს თბილისის ვ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, როგორც კლასიკური ცეკვის პედაგოგი და მეთოდისტი. მისი მოწაფეები იყვნენ: ნ. ოჩიაური, ც. ჩოლოყაშვილი, ვ. ახმეტელი და სხვ. (გარდაიცვალა მოსკოვში).