მერაბ თაბუკაშვილი ( 5 მაისი 1925-2015) მსახიობი, ჟურნალისტი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1948-1955წწ. იყო რუსთაველის თეატრის, ხოლო 1956 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლევან ბატონიშვილი (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), უელსის პრინცი, ბალთაზარი, მეღვინეთუხუცესი (შექსპირის "რიჩარდ III", "აურზაური არაფრის გამო", "ფალსტაფი"), ჯოუ-ჩუნ (ცაო იუნის "ტაიფუნი"), ჯეკი (ტ. ბრანდონის "ჩარლის დეიდა"), ჯორჯი (ჯ. სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში"), ვარლამი (რ. თაბუკაშვილის "რას იტყვის ხალხი"), ფუშე (სარდუს, ა. მოროს "მადამ სან-ჟენი"), დონ ხოზე (ფ. დიუმანუას, ა. დენერის "დონ სეზარ დე ბაზანი"), ვექილი (ა. ფრანსის "მუნჯი ცოლი"), რიკარდო, ბუღალტერი (ედუარდო დე ფილიპოს "ნეაპოლი - მილიონერთა ქალაქი"), ჰოფმარშალი ფონ კალბი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ბანკის მმართველი (მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე") და სხვა. მის მოღვაწეობაში ასევე აღსანიშნავია სატელევიზიო გადაცემები: "რუსული რომანსის საღამოები".
თაბუკაშვილი - ვანი (ხარაგაულის რაიონი), კიკნაველითი, ფარცხნალი, ღარიხევი
http://www.geogen.ge/ge/treasurege/17/4311/