გრიშა თევზაია ( 13 თებერვალი 1891-1975) მსახიობი,რეჟისორი.
დაბადების ადგილი: სოფელი თეკლათი, სენაკის რაიონი.
სწავლობდა ჯერ ბათუმის, შემდეგ ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1911 წელს.
სცენაზე პირველად ბათუმის სცენისმოყვარეთა წრეში გამოვიდა. ამ წრეში იმუშავა 1910 წლამდე. ქუთაისში გადმოსვლის შემდეგ ქუთაისის თეატრის დასში მოეწყო თანამშრომლად, ასრულებდა ეპიზოდურ როლებს; 1912 წელს ქ. სენაკში შეადგინა სცენისმოყვარეთა წრე, სადაც 1921 წლამდე მუშაობდა; იყო მსახიობი, რეჟისორი, თეატრის ხელმძღვანელი და სხვა; 1921 წლიდან თეატრს დაშორდა და წლების მანძილზე სხვადასხვა დაწესებულებებში მუშაობდა; 1940 წელს კვლავ სენაკის თეატრს დაუბრუნდა და იქ მოღვაწეობდა 1947 წლამდე; ძირითადად გმირული ხასიათის როლებს ასრულებდა; სულ 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული: ჩიქოვანი (შ. დადიანის "გეგეჭკორი"), ლეონ ბერგი (ი. კეკელიძის "N21 ჯვრით"), არსენა (ა. ყაზბეგის "არსენა"), რევაზი (ა. წერეთლის "პატარა კახი"), ოტია ჯოლია (ვ. გუნიას "და-ძმა"), გიგო (ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი"), გასტონი (დენერის "პარიზელი ბიჭი") და სხვა. დაწერა მოგონება სენაკის თატრზე, რომელიც დაცულია საქართველოს თატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმში.