მარია თენაზი (1903-1930) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.
დაამთავრა პეტრაშევსკის კერძო კომერციული სასწავლებელი, სწავლობდა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში.
კინოში მიიწვია რეჟისორმა ვლადიმერ ბარსკიმ. შეასრულა მთავარი როლები მის ფილმში: "შუქურას საიდუმლოება" (1925), "წარსულის საშინელებანი" (1926), "მეცხრე ტალღა" (1926). მონაწილეობს "სახკინმრეწვის და სხვა სტუდიების ფილმებში, მათ შორის "გაფლანგვა" (ი. პერესტიანი, 1927), "ღრუბელთა თავშესაფარი" (ზ. ბერიშვილი, 1928) და სხვ. ფილმის "ღრუბელთა თავშესაფრის" გადაღების დროს ის მძიმედ დაავადდა და გარდაიცვალა ქობულეთში. სომეხი კინომსახიობი.
გთხოვთ,თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია გაქვთ ამ პიროვნების,მოგვაწოდოთ.