სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11165

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ალექსანდრა იაბლოჩკინა 1866-1964წწ. მსახიობი.

1866-1964 წწ. გარდ. 98 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი იაბლოჩკინა სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

288       ბეჭდვა

ალექსანდრა იაბლოჩკინა 1866-1964წწ. მსახიობი.

ალექსანდრა იაბლოჩკინა ( 3  ნოემბერი 1866-1964) მსახიობი.


სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1885 თბილისში, რუსული დრამის თეატრში. იყო ქალიშვილი რუსი მსახიობის, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე იაბლოჩკინისა, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში რუსული თეატრის დაარსებასა და განვითარებაში. 1872 წელს ალექსანდრა იაბლოჩკინა 6 წლის ასაკში პირველად გამოვიდა სცენაზე თბილისში, გოგონამ შეასრულა ბიჭის, პერის, როლი ი. ჩერნიშევის "წამხდარ ცხოვრებაში". მოგვიანებით, მამის ზედამხედველობით თბილისის რუსული დრამის თეატრში განახორციელა როლები: კატერინა (უ. შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება") და ნატაშა (ა. შახოვსკის, ა. გრიბოედოვისა და ნ. ხმელნიცკის "საკუთარი ოჯახი ანუ დაქორწინებული პატარძალი"). 1888 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მოსკოვის მცირე თეატრის მსახიობი.


სცენაზე გამოდიოდა რუსული სცენის დიდოსტატებთან: მ. ერმოლოვასთან, ა. ლენსკისთან, ა. სუმბათაშვილ-იუჟინთან, ო. სადოვსკაიასთან ერთად, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს მის შემოქმედებაზე. იგი გამოირჩეოდა ბრწყინვალე სასცენო მეტყველებით, არტისტიზმით, ნატიფი გემოვნებით. როლები: სოფია (ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), მარია ანტონოვნა (ნ. გოგოლის "რევიზორი"), ლედი სნირუელი (რ. შერიდანის "ავყიობის სკოლა"), რუქაია (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი") და სხვ. 1901 წელს ალექსანდრე იაბლოჩკინა საგასტროლოდ იმყოფებოდა თბილისში მოსკოვის საიმპერატორო მცირე თეატრის მსახიობთა კორპორაციის დასთან ერთად. წარმოდგენილი იყო ა. ოსტროვსკის "შეშლილი ფული", რომელშიც მან განახორციელა ლიდიას როლი. უკანასკნელად სცენაზე გამოვიდა 1961 წელს. ჯერ კიდევ რევოლუციამდე მრავალჯერ აირჩიეს მცირე თეატრის "მსახიობთა კორპორაციის" თავმჯდომარედ, 1917 წლიდან (რუსული თეატრალური საზოგადოების დამაარსებლის მ. სავინას გარდაცვალების შემდეგ) იყო რუსული თეატრალური საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე. რუსი მსახიობი, თეატრალური მოღვაწე, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0