სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11165

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ალექსანდრე იმედაშვილი 1882-1942წწ მთარგმნელი, მსახიობი, რეჟისორი.

1882-1942 წწ. გარდ. 60 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი იმედაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

283       ბეჭდვა

ალექსანდრე იმედაშვილი 1882-1942წწ მთარგმნელი, მსახიობი, რეჟისორი.

ალექსანდრე იმედაშვილი ( 2 მარტი 1882-1942) მთარგმნელი, მსახიობი, რეჟისორი.


 სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილისში 1900 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და სხვა თატრებში. 1921–1924წწ. მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეატრში, 1928–1931წწ. კ. მარჯანიშვილის მიერ დაარსებულ ქუთაისის თეატრში (ახლანდელი თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), 1939–1942წწ. ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თატრში. იყო ლ. მესხიშვილისა და ვ. აბაშიძის მოწაფე, რევოლუციამდელი ქართული თეატრის საუკეთესო ტრადიციების მიმდევარი და დამამკვიდრებელი ქართულ სცენაზე.


გამოდიოდა ყველა ჟანრის (ტრაგედია, კომედია, ვოდევილი, მუსიკალური კომედია და სხვა) სპექტაკლებში. განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა კლასიკურ ტრაგედიებში. ა. იმედაშვილი ითვლებოდა ოტელოს (შექსპირის "ოტელო") როლის საუკეთესო შემსრულებელად რევოლუციამდელ ქართულ თეატრში. წარმატებით ითამაშა აგრეთვე ოიდიპოსი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), მეფე ლირი (შექსპირი "მეფე ლირი"), დონ კარლოსი (შილერის "ყაჩაღები"), დათო (სუმბათაშვილის "ღალატი"), ესტევანი (კ. მარკანიშვილის მიერ 1922 წელს დადგმული ლოპე და ვეგას "ცხვრის წყარო") და სხვა. იმედაშვილი გამოირჩეოდა უდიდესი ტემპერამენტით, პროფესიული კულტურით, დახვეწილი აქტიორული ტექნიკითა და სასცენო მეტყველებით. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართულ სცენაზე სწორი ქართული მეტყველების დამკვიდრებაში. 1922 წლიდან მოღვაწობდა კინოში. შეასრულა გელას ("მოძღვარი", 1922), ექიმის ("ამოკი", 1927), კარდინალ მონტანელის ("კრაზანა", 1928), ასტამირის ("ელისო", 1928) და სხვა როლები. ა. იმედაშვილი იყო  ანტრეპრენიორი, სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა ბათუმის, ჭიათურის, ქუთაისისა და სხვა თეატრებს, მსახიობთა დასებს. ქართული თეატრის ერთ-ერთ- გამოჩენილი ტრაგიკოსი ტრაგიკოსი. თეატრისა და კინოს მსახიობი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0