მიხეილ იოფე (1925) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ხარკოვი, უკრაინა.
თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიწვეული იყო ხარკოვის ტ. შევჩენკოს სახელობის თეატრის დასში; შემდეგ მუშაობდა ლუგანსკის დრამატულ თეატრში; 1966 წლიდან 30 წლის განმავლობაში იყო თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: "ზოია რუხაძე" (1971), "ჩემი მეგობარი ძია ვანია" (1978), "წარსული მუდამ ჩვენთანაა" (1989), "მერცხლები და ბეღურები" (1991) და სხვ.