გენრი კავლელიშვილი (25 თებერვალი 1941) მსახიობი, პედაგოგი, რეჟისორი, სცენარისტი.
დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის კინო-ოპერატორის ფაკულტეტი 1972 წელს, კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1977 წელს.
1962 წლიდან საქართველოს ტელევიზიის შტატგარეშე ფოტოკორესპონდენტი; 1972-1979წწ. ქ. მოსკოვში საქართველოს ტელევიზიის კინოკორესპონდენტი; 1993-1999წწ. ტელეკომპანია "ნტვ კინო"-ს პროდიუსერი; 1999 წლიდან ტელე-კინო კომპანია "ჯორჯიას" პრეზიდენტი; პარალელურად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "თუშეთის ფერები" (დოკუმენტური, 1973), "აფხაზეთი" (დოკუმენტური, 1977), "გაგრა-ბიჭვინთა" (დოკუმენტური, 1977), "მიწისქვეშა სასახლე"(დოკუმენტური, 1978), "ბზიფის ხეობა" (დოკუმენტური, 1981); სცენარის ავტორია ფილმების: "გაგრა-ბიჭვინთა“(დოკუმენტური, 1977), "მიწისქვეშა სასახლე" (დოკუმენტური, 1978), "ბზიფის ხეობა"(დოკუმენტური, 1981); დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "გაგრა-ბიჭვინთა“ (დოკუმენტური, 1977), "მიწისქვეშა სასახლე“ (დოკუმენტური, 1978), "ბზიფის ხეობა" (დოკუმენტური, 1981) და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "ქალის ტვირთი“ (1957), "სხვისი შვილები“ (1958), "მამლუქი“(1958).