არუს კარაჯიანი ( 28 დეკემბერი 1919-2008) მოცეკვავე, მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის 38-ე ინტერნაციონალური საშუალო სკოლა 1938 წელს; პარალელურად სწავლობდა ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში; დაამთავრა ლენინგრადის პედაგოგიური ინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტი 1940 წელს.
როგორც მოცეკვავე, მონაწილეობას ღებულობდა შემდეგ ოპერებში: "დაისი", "აბესალომ და ეთერი", "ლატავრა" და სხვ. 1942 წლიდან იყო თბილისის სტეფანე შაუმიანის სახელობის სომხური თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ულიანა გრომოვა (ა. ფადეევის "ახალგაზრდა გვარდია"), სუსუნა (ა. შირვანზადეს "ნამუსი"), ნატალია (გ. სუნდუკიანის "ხათაბალა"), გაიანე (სუმბათაშვილის "ღალატი"), ნინა (მ. ლერმონტოვის "მასკარადი"), ლუიზა (შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), დეზდემონა (შექსპირის "ოტელო"), თიზბე(ჰიუგოს"ანჟელო"), ილენა (ა. კასონას "ხეები ზეზეურად კვდებიან"), ვარვარა (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), ჟენია (ნ. დუმბაძის "მარადისობის კანონი"), ხორეშანი (ი. ჭავჭავაძის "ლუარსაბი და დარეჯანი"), შაფაკი (მ. ქარიმის "მთვარის დაბნელების ღამეს"), ვარდუი (ჟ. არუთინიანის "ქორწილი 73") და სხვ.