ვასილ კახნიაშვილი ( 9 მაისი 1910-1990) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. გორი.
დაამთავრა გორის პირველი შრომის სკოლა 1925 წელს, თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმი 1931 წელს; 1935-1939წწ. სწავლობდა მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში.
1939 წელს გორის თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მარჯანიშვილის თეატრში მიხა (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), კოლმეურნე (ძმ. ტურებისა და ლ. შეინინის "პირისპირ"), ბოქაული (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), მანო (ზ. ანტინოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), გრაფი დე ლინიერ (ა. დენერის "დები, ჟერარ") და სხვა. გორის თეატრში: სტეფანე (ი. გედევანიშვილის "გადასასვლელზე"), ტიმოთე, ავეტიკა (ავქ. ცაგარლის "ხანუმა" და "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ჰაჯი მურადი (ი. ვაკელის "შამილი"), ვატა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), შვაჩი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), გოჩა, გლეხი (ა. ყაზბეგის "არსენა" და "ხევისბერი გოჩა"), მეფე (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), ფაშა (ვ. გუნიას "და-ძმა"), გოგია (დ. ერისთავის "სამშობლო"), გეო, ბიძინა ჩოლოყაშვილი (აკ. წერეთლის "კინტო" და "ბაში-აჩუკი"), ანანია (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ფონ მოორი (ფ. შილერის "ყაჩაღები"), ამირანი (ს. კლდიაშვილის "ირმის ხევი"), სოსია (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი"), ფარსადან (ი. ვაკელის "გიორგი სააკაძე"), ტარასი, გედეონი (გ. ქელბაქიანის "ჩვენი პირადი საქმე", და "ახალგაზრდა მასწავლებელი"), ჯონ რაიტი (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), ღვინეფაძე (კ. ბუაჩიძის "ფაქიზი განცდები") და სხვა. თეატრისა და კინოს მსახიობი.