ზინაიდა კვერენჩხილაძე ( 25 აგვისტო 1932-2011) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. 1970 წლიდან პარალელურად მუშაობდა თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის კათედრაზე რეჟისორის თანაშემწედ. 1974 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თეატრალურ ინსტიტუტში, იყო მეტყველების კათედრის პედაგოგი. 1988 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. 1990 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა დმანისის თეატრი – სტუდია "ქვემო ქართლი". მან მაყურებელთან ერთად მკითხველის ყურადღება მიიპყრო შესანიშნავი წიგნის "ჩემი ანტიგონეს" პუბლიკაციით.
აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული როლები: სლავკა ("ფილოსოფიის დოქტორი"), ლელა ("ბახტრიონი"), ლიზი ("წვიმის გამყიდველი"), ტურა ("ჭინჭრაქა"), ელიზაბეტ პროქტორი ("სეილემის პროცესი"), დედა ("მზიანი ღამე"), ანტიგონე ("ანტიგონე"), ფედრა ("ფედრა"), მედეა ("მედეა"), იოკასტე ("ოიდიპოს მეფე"), კლეოპატრა ("ანტონიოსი და კლეოპატრა"), ემილი დიკინსონი ("ამჰერსტის მშვენება"), პონსია ("ვთამაშობთ ჯინს") აბი პატემი ("სიყვარული თელებქვეშა") ნინო (ვ. როზოვის "ვახშმის წინ") პორცია ("იულიუს კეისარი"), კლეოპატრა "ანტონიოს და კლეოპატრა") და სხვა. ზინაიდ აკვერენჩხილაძეს რამდენიმე კინოროლიც აქვს შესრულებული. მისი პირველი შეხება კინოსთან შედგა 1965 წელს ფილმში "მიქელა", სადაც მან მაიას როლი შეასრულა. ამ ფილმს კი მოჰყვა ათამდე კინოსურათი: "ცისკრის ზარები", "გათენების წინ", "ფერმა მთაში", "ინდი მინდი" (სიმღერები შვილიშვილებისთვის), "გზა შინისაკენ", "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა".
http://www.geogen.ge/ge/treasurege/79/4313/