ელენე კილოსანიძე ( 5 ნოემბერი 1935) მსახიობი,პედაგოგი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
1957 წლიდან სწავლობდა მოსკოვის შჩუკინის თეატრალურ სასწავლებელში (ვ. ეტუშის ჯგუფი); 1959 წლიდან სწავლა გააგრძელა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში (აკ. ხორავას ჯგუფი).
1962 წელს მიწვეული იყო გრიბოედოვის თეატრში კეტრინის როლზე ა. მილერის "ხედი ხიდიდან"; 1995 წლამდე ნაყოფიერად მოღვაწეობდა თეატრის სცენაზე; 1995 წლიდან - თეატრალური დისციპლინების პედაგოგი მოსოვის N7 ხელოვნების (თეატრალურ) საბავშვო სკოლაში; 1999-2016წწ. ამავე სკოლის სამხატვრო ხელმძღვანელი; ხელმძღვანელობს კოლექტივს "მირაჟი", რომელიც შედგება თეატრალური სკოლის კურსდამთავრებულებისგან. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ესმა (გ. წერეთელი "პირველი ნაბიჯი"), ნატაშა (ე. რაძინსკის "104 ფურცელი სიყვარულზე"), ასელი (ც. აიტმატოვის "ჩემო წითელთავსაფრიანო ჩინარო"), გელენა (ზორინის "ვარშავული მელოდია"), ლარისა (ა. ოსტროვსკის "უმზითვო"), ედიტ პიაფი (ვ. ლეგენტის "ედიტ პიაფი"), მარიამი (ნ. დუმბაძე "მარადისობის კანონი"), ნაზი (მ. ბაიჯიევის "დუელი"), ნინა ლეონიდოვნა, ვიქტოშა (არბუზოვის "ეს ძველი კეთილი სახლი", "ძველი არბატის ზღაპრები"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), დედოფალი ანა (ა. დიუმას "სამი მუშკეტერი"), ქალი (ოსეცკას "ბლის გემო"), რანევსკაია (ა. ჩეხოვის "ალუბლის ბაღი"), დორისი (სლეიდის "მომავალ წელს იგივე დროს"), სარე (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), ანა ვირუბოვა (ლაშერის "რასპუტინი") და სხვა.
http://www.geogen.ge/ge/treasurege/83/4313/