ნინო კირთაძე ( 1 ივნისი 1968) მსახიობი,რეჟისორი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1986 წელს.
1986-1992წწ. იყო ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1996წწ. Agense France presse-სა და APAssociated Press -ის კორესპონდენტი კავკასიაში; 1993-1994წწ. სახელმწიფო მეთაურის აპარატის კონსულტანტი; 1999-2000წწ. არის რეჟისორი ფილმებისა: "ედუარდ შევარდნაძის სამი სიცოცხლე", 2000-2001წწ. "ჩეჩნური იავნანა", "უთხარი ჩემს მეგობრებს, რომ მკვდარი ვარ" (2003), "სტალინი სტალინის შესახებ", "სტალინი - ღვთაების დასაფლავება (2003), "მილსადენის მეზობლები" (2005), "Lettre Py" (2005), "ქართული ნაციონალური ბალეტი". შესრულებული აქვს როლები ფილმებში: "ღირსეული ადამიანი", "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი". მიღებული აქვს ადოლფ გრიმეს ოქროს პრიზი (ბერლინი, 2002); რუდოლფ ვირბას პრიზი (პრაღა, 2002); ოქროს I პრიზი (ბიარაცი, საფრანგეთი, 2003); ლუის მარკორელის პრიზი (პარიზი); საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი ჯილდო (2003); გრან პრი Visions du Reel (ნიონი, შვეიცარია, 2005); Templton Foundation - მთავარი ჯილდო (შვეიცარია, 2005); ევროპული ოსკარი წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის (2005).
კირთაძე - ახალბედისეული, გვიშტიბი
http://www.geogen.ge/ge/treasurege/17/4313/