პიერ კობახიძე ( 29 ივნისი 1907-1963) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.
დაამთავრა სახელმწიფო სათეარტო ინსტიტუტი 1924 წელს.
1924–1930წწ. იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1930 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. სცენაზე პიერ კობახიძემ შექმნა მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი გმირების გალერეა: ურიელი ("ურიელი კოსტა"), ფერდინანდი ("ვერაგობა და სიყვარული"), არმანი ("მარგარიტა გოტიე"), პეტრუჩიო ("ჭირვეული ცოლის მორჯულება"), პარატოვი ("უმზითვო"), ანტონიუსი ("ანტონიუს და კლეოპატრა"), ჩონტა ("მოკვეთილი"), იცკა ("იცკა რიჟინაშვილი"), ვაშაძე ("მისი ვარსკვლავი") და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.