კუკური ლაფერაძე ( 15 ივნისი 1926-1990) მსახიობი.
დაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრთან არსებული დრამატული სტიდია 1946 წელს.
1946–1956წწ. მოღვაწეობდა სოხუმის თეატრის ქართულ დასში. 1956 წლიდან სამუშაოდ გადავიდა თბილისის კინოსტუდია "ქართულ ფილმში", ხოლო 1958 წლიდან კ. მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. იყო სახასიათო, დრამატული და კომედიური როლების შესანიშნავი შემსრულებელი. მნიშვნელოვანი როლები: კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში – ზურაბი (მ. ბარათაშვილის "მარინე"), უშანგი (გ. ბერძენიშვილის "დაჭრილი არწივი") და სხვა. დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ფილმებში: "ჩრდილი გზაზე" (გიორგი ჩოხელი), "საბუდარელი ჭაბუკი" (გიორგი), "მე ვიტყვი სიმართლეს" (მერაბი), "მამლუქი" (ჰუსეინ–აღა), "ღვინის ქურდები" (ფირუზა) და სხვა.