მამა როსტომი ( 16 დეკემბერი 1943) მსახიობი, რეჟისორი, სასულიერო პირი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე (გ. სარჩიმელიძის და ა. მიხელაძის სახელოსნო) 1960-1964წწ. და დაამთავრა ამავე ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (ლ. ღოღობერიძის სახელოსნო) 1979 წელს.
1964-1973წწ. მუშაობდა "ქართულ ფილმში რეჟისორის ასისტენტად. ხელმძღვანელობდა ხალხური შემოქმედების სახლის თეატრისა და კინოს განყოფილებას. გადაიღო მხატვრული ფილმები: "ფაცურა" (1976) და "ლილე" (1985). როგორც მსახიობი მონაწილეობდა ფილმებში: "ექსპედიცია" (ზ. მექვაბიშვილი, 1983), "ბეღურების გადაფრენა" (თ. ბაბლუანი, 1980). 1979 წლიდან იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პირადი რეფერენტი. 1981 წლიდან -თბილისის წმინდა სამების ეკლესიის დეკანოზია (როსტომი).