სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ეროსი მანჯგალაძე 1925-1982წწ მსახიობი. დაბ. სამტრედია, იმერეთი.

1925-1982 წწ. გარდ. 57 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მანჯგალაძე სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

35       ბეჭდვა

ეროსი მანჯგალაძე 1925-1982წწ მსახიობი. დაბ. სამტრედია, იმერეთი.

ეროსი მანჯგალაძე ( 3 მარტი 1925-1982) მსახიობი.

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.


დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1947 წელს.

1947 წლიდან მუშაობდა ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის თეატრში, ხოლო 1948 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; 1980–იდან ერთდროულად მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" კინომსახიობთა თეატრის  დირექტორად და მსახიობად. თეატრში შესრულებული მნიშვნელოვანი როლები: ივანე მახარაძე(ვ. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე"), ზიმზიმოვი(გ. სუნდუკიანის "პეპო"), ლოპესი(ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"), ყვარყვარე(პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), გვადი(ლ. ქიაჩელის "გვადი ბიგვა"), ოიდიპოსი(სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), აპრაკუნე(ი. ვაკელის "საქმიანი კაცი"), დათვი(გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა”), თავადი ვანო(ა. ცაგარელის "ხანუმა"), აზდაკი(ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე") და სხვა. კინოში შექმნა კომედიური სახეები: ალექსანდრე("წარსული ზაფხული"), სევერიანი ("თოჯინები იცინიან"), სამჭკუაშვილი("ქვევრი"), მღვდელი("ლონდრე"), ჩორეხი("ნატვრის ხე") და სხვა. დიდი ღვაწლი მიუძღვის ტელე და რადიოთეატრის(ამჟამად მისი სახელობისაა) განვითარებაში; უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა როგორც სპორტული კომენტატორი. 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 22.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


მანჯგალაძე

1 0

გიორგი მანჯგალაძე 1960-80წწ გარდ. ავღანეთი სსრკ დაბ. სოფ. კულაში, სამტრედია

2 0