ქართლოს მარადიშვილი (11 აგვისტო 1942) მსახიობი.
დაბადების ადგილი: სოფელი ტყვიავი, გორის რაიონი.
1958 წელს ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც ისწავლა მხოლოდ 1 წელი, მერე გიწვიეს სამხედრო რიგებში. ჯარში სამსახურის დამთავრების შემდეგ 1969 წლამდე გორის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; შემდეგ რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი; 1970-1973წწ. სწავლობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმთან" არსებულ კინოსამსახიობო ფაკულტეტზე; იმავე წლიდან ირიცხება კინოსტუდია "ქართულ ფილმში" უმაღლესი კატეგორიის კინომსახიობად. გადაღებულია ფილმებში: "წყალდიდობა" (1970), "დიდოსტატის მარჯვენა" (ფხოველი, 1970), "დაისი" (მალხაზი, 1971), "ჩარი რამა" (კოსტა, 1972), "პირველი მერცხალი" (ბერძენი, 1975), "პეპელა" (1977), "კაცია ადამიანი?!" (1979), "წიგნი ფიცისა" (მეფე დავითი, 1983), "მევლუდი" (თავადი ლევან მიქელაძე, 1985), "საბედისწერო გასროლა" (1990), "მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად" (1992), "ომი და ქორწილი" (2010), "ხატი"(2012) და სხვ.