ედიშერ მაღალაშვილი ( 4 იანვარი 1925-2005) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1953 წელს.
1948-1964წწ. იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; 1946 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმისა" და რუსთაველის თეატრის მსახიობი. გადაღებულია 40-მდე ფილმში, მათ შორის: "აკაკის აკვანი"(1947), "ქეთო და კოტე"(1948), "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"(1965), "ნეილონის ნაძვის ხე"(1985), "ანთიმოზ ივერიელი"(2001) და სხვ. მონაწილეობდა 130-მდე სპექტაკლში.
მაღალაშვილი – გორი, ზმ. ჩოჩეთი, კასპი, კოდა, მეტეხი, ნატახტარი, სვენეთი, წინამძღვრიანთკარი
http://www.geogen.ge/ge/treasurege/83/4315/
1947: „აკაკის აკვანი“ (ბაგრატი–ახალგაზრდა თავადი) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
1948: „ქეთო და კოტე“ (კოტეს ამხანაგი) რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი
1950: „გაზაფხული საკენში“ (კესოუ მირბა) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
1954: „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ (მგელიკა) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
1956: „ეთერის სიმღერა“ (ორჯონიკიძე) რეჟ. სიკო დოლიძე
1956: „ჩრდილი გზაზე“ (ლევან გელაშვილი) რეჟ. დავით რონდელი
1958: „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე ...“ (დავითი) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
1958: „მამლუქი“ (რევია) რეჟ. დავით რონდელი
1965: „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
1970: „წყალდიდობა“ (სტეფანე) რეჟ. სტეფანე გოშაძე
1975: „საქმე გადაეცემა სასამართლოს“ (ევგენიძე) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
1976: „გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
1981: „ძნელი დასაწყისი“ (ვარლამი) რეჟ. თენგიზ მაღალაშვილი
1985: „ნეილონის ნაძვის ხე“ (მგზავრი) რეჟ. რეზო ესაძე
1986: „ელისა და რარუს თავგადასავალი“ რეჟ. გურამ პეტრიაშვილი
1987: „ბრავო, ალბერ ლოლიშ !“ რეჟ. მერაბ თავაძე
1987: „ფესვები“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
1990: „სპირალი“ (ოთარ კახიშვილი) რეჟ. გიული ჭოხონელიძე
1991: „ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა (ევრიდიკე)“ (მამა) რეჟ. ქეთი დოლიძე
1991: „სიბრძნე სიცრუისა“ (მოტირალი-მოცინარი, ორი პურით მემასპინძლე, მცველი) რეჟ. ნანა ხატისკაცი
1994: „იავნანა“ რეჟ. ნანა ჯანელიძე
1994: „ჟამი“ რეჟ. ზაზა (როინ) ილურიძე
2001: „ანთიმოზ ივერიელი“ (ბერძენი მღვდელმთავარი) რეჟ. გიული ჭოხონელიძე
2003: გაჭედილები (ენკი-ბენკი) (კინემატოგრაფიის მინისტრი) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
2003: ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა (მამა) რეჟ. რეზო ესაძე
2003: „როგორც ლურჯა ცხენები“ (მთავარი ექიმი) რეჟისორები თინათინ მენაბდე, კახა მელითაური
2003: „6 და 7 (მისტიკური დრამა, ადამი და ევას სულიერ ისტორიაზე)“ რეჟ. გენო ცაავა