არჩილ მესხიძე (დ. 17 მაისი, 1913, თბილისი — გ. 28 დეკემბერი, 1999) მომღერალი,მსახიობი,პედაგოგი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის II პედაგოგიური ტექნიკუმი.
1931-1933წწ. მუშაობდა ზემო სვანეთში დაწყებითი სკოლის მასწავლებლად, აქვე, სკოლაში, სიმღერასაც ასწავლიდა; იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი; 1936-1939წწ. დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მუშაობდა მომღერალ-მოცეკვავედ და მონაწილეობა მიიღო მოსკოვსა და ლენინგრადში გამართულ ქართული ხელოვნების პირველ დეკადაში; 1937 წელს შეთავსებით მუშაობდა მასწავლებლად ქალაქ ხაშურის მუსიკალურ სკოლაში; აქაც და საშუალო სკოლაშიც ხალხურ საკრავებს ასწავლიდა და თან მომღერალთა გუნდს ხელმძღვანელობდა; შემდეგ საქარველოს ფილარმონიაში დაიწყო მუშაობა მომღერალ-მსახიობად; 1946 წლიდან კარგახანს ოქტომბრის რაიონის 36-ე საშუალო სკოლის სიმღერა-მუსიკის მასწავლებელი იყო და დროდადრო სასკოლო გუნდებსაც ხელმძღვანელობდა; რვა წელი I საფერშლო სკოლის გუნდს ხელმძღვანელობდა; 1949-1958წწ. იყო ფარმაკოქიმიურ ქარხანაში სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი; პარალელურად ხელმძღვანელობდა საზკვების, ვაჭრობის კულტურის სახლისა და ლაგოდეხის რაიონულ ანსამბლებს; 1951 წელს ეს ანსამბლები მეშვიდე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გამოვიდნენ და მსმენელთა დიდი ყურადღება დაიმსახურეს; 1959-1961წწ. იყო წითელწყაროს რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი; ანსამბლი კარგად შერჩეული რეპერტუარით წარდგა მაყურებელთა წინაშე მხატვრული თვითმოქმედების მეცხრე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე; შემდგომ, ხუთი წელი თბილისის პირველი სამკერვალო ფაბრიკის ანსამბლის ხელმძღვანელად მუშაობდა; სამამულო ომში მონაწილეობისთვის მიღებული აქვს მედლები. ლოტბარი.
მესხიძე – ალამბარი, აჭყვა, აჭყვისთავი, ახალშენი, ბათუმი, ბუკნარი, განთიადი, გვარა, ერგე, თოდოგაური, კაკუჩა, კაპანდიები, კვირიკე, ლეღვა, მახინჯაური, მეკეიძეები, ნაკაიძეები, სახალვაშო, სტეფანაშვილები, ურეხი, ქაქუთი, ქობულეთი, ჩაისუბანი, ციხისძირი, ცხრაფონა, წყავროკა, ჭახათი, ჭახაური, ხუცუბანი
http://www.geogen.ge/ge/treasurege/79/4315/