სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11228

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ოთარ მეღვინეთუხუცესი 1932-2013წწ მსახიობი წარმ. სოფ. ხორხელი ახმეტა კახეთი

1932-2013 წწ. გარდ. 81 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მეღვინეთუხუცესი სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

ოთარ მეღვინეთუხუცესი 1932-2013წწ მსახიობი წარმ. სოფ. ხორხელი ახმეტა კახეთი

ოთარ მეღვინეთუხუცესი ( 16 იანვარი 1932-2013) მსახიობი.


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1967წწ. იყო კოტე მარჯანშვილის სახელობის თეატრისა და 1967-1975წწ. რუსთავის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი; 1975 წლიდან კვლავ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია; 1995 წლიდან ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. კოტე მარჯანიშვილის დრამატული თეატრში შესრულებული როლები: ვეზირი(ნაზიმ ჰიქმეთი, "ლეგენდა სიყვარულზე"), გიჟი რევაზი(ილია ჭავჭავაძე "კაცია ადამიანი?!"), ქარიყლაპია(ვალერიან კანდელაკი, "მაია წყნეთელი"), ჩონთა(ვაჟა-ფშაველა "მოკვეთილი"), ლორდ ლეველი(უილიამ შექსპირი, "რიჩარდ მესამე"), ოიდიპოსი(სოფოკლე, "ოიდიპოს მეფე"), რომულუს ავგუსტუსი(ფრიდრიხ დიურენმატი, "რომულუს დიდი") ოტელო(უილიამ შექსპირი "ოტელო") და სხვ.; რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრი: სირანო(ედუარდ როსტანი, "სირანო დე ბერჟერაკი"), ნიკოლოზ პირველი(ვადიმ კოროსტილევი "ასის წლის შემდეგ"), სატინი(მაქსიმ გორკი, "ფსკერზე") და სხვ.; მოსკოვის სამხატვრო თეატრი: კრეონი(ჟან ანუი "ანტიგონე", რეჟ.: თემურ ჩხეიძე); შესრულებული აქვს 20-მდე კინო როლი: ჯამბულატი("ფატიმა" ), გიგა ბეთანელი("კეთილი ადამიანები"), ჯოყოლა("ვედრება"), მეფე გიორგი("დიდოსტატის მარჯვენა"), არზაყანი("მთვარის მოტაცება"), ელიოზი("ნატვრის ხე") , დათა("დათა თუთაშხია"), ისიდორე("თეთრი ბაირაღები") და სხვ. 






ფილმოგრაფია

1958: „ფატიმა“ (ჯამბულატი), რეჟ. სიკო დოლიძე

1961:„ერთი ცის ქვეშ“ (ბონდო), რეჟ. ლანა ღოღობერიძე

1961: „კეთილი ადამიანები“ (გიგა ბეთანელი), რეჟ. შოთა მანაგაძე

1963:„ვინ შეკაზმავს ცხენს“ (გვადი), რეჟ. შოთა მანაგაძე

1967:„ვედრება“ (ჯოყოლა), რეჟ. თენგიზ აბულაძე

1968: „უსახელო უფლისწული“ რეჟ. კარლო ღლონტი

1968: „ტარიელ გოლუა“ (გაიოზ გადალენდია), რეჟ. ლევან ხოტივარი

1970: „დიდოსტატის მარჯვენა“ (მეფე გიორგი), რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, დევი აბაშიძე

1971: „ცოტნე დადიანი“ (ცოტნე დადიანი), რეჟ. ალექსანდრე ჟღენტი

1971: „სამკაული სატრფოსათვის“ (მაგომედი), რეჟ. თენგიზ აბულაძე

1972: „მშვიდობით, ინესა!“ (ალონსო) რეჟ. ირაკლი ასათიანი

1972: „ჩაძირული ქალაქის მაძიებლები“ (კაცი სათვალეებით), რეჟ. დევი აბაშიძე

1973: „მზე შემოდგომისა“ (ვახტანგი), რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი

1973: „მთვარის მოტაცება“ (არზაყან ზვამბაი), რეჟ. თამაზ მელიავა

1976: „ნატვრის ხე“ (ელიოზი), რეჟ. თენგიზ აბულაძე

1978: „დათა თუთაშხია“ (დათა თუთაშხია), რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია

1980: „გამარჯობა ყველას (ფიროსმანი)“, რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, ამირან დარსაველიძე

1981: „ძმა“ (ფაღავა), რეჟ. თემურ ბაბლუანი

1981: „გზა შინისკენ“ რეჟ. ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი

1986:„ჭიდაობას რა უნდა“ (ბაადურ ხერხეულიძე), რეჟ. მიხეილ ჭიაურელი (უმცროსი)

1986: „ორომტრიალი“ (დიმიტრი), რეჟ. ლანა ღოღობერიძე

1987: „ხარება და გოგია“ (ახვლედიანი), რეჟ. გიორგი შენგელაია

1988: „ვამეხი მოდის(დაკარგული საგანძურის საძებნელად)“ (მთავარი), რეჟისორები ოთარ შამათავა, ოთარ ლითანიშვილი

1989:„ტურანდოტი“ (ხოზრევანი), რეჟ. ოთარ შამათავა

1990: „სპირალი“ (დავით გიორგაძე), რეჟ. გიული ჭოხონელიძე

1990: „თეთრი ბაირაღები“ (ისიდორე), რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე

1991: „განვედ ჩემგან“ (რუს. Изыди!) რეჟ. დიმიტრი ასტახანი

1994: „იავნანა“ (მოლა), რეჟ. ნანა ჯანელიძე

1996: „წარსულის აჩრდილები“ (ქაიხოსრო), რეჟ. ლევან თუთბერიძე

2000: „ძვირფასო მ.“ რეჟ. ოთარ შამათავა

2001: „ანთიმოზი ივერიელი“ (დავით გარეჯის წინამძღვარი), რეჟ. გიული ჭოხონელიძე

2003: „გაჭედილები (ენკი-ბენკი)“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე

2008: „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“ რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე

ნათამაშები როლები

თეატრალური ინსტიტუტი

დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ (ფილიპე), რეჟ. აკაკი დვალიშვილი

ანტონ ჩეხოვის „ხელის თხოვნა“ (ივანე ლომოვი)

მაქსიმ გორკის „უკანასკნელნი“ (იაკობი), რეჟ. დიმიტრი (დოდო) ალექსიძე

ალექსანდრე კორნეიჩუკის „მაკერ დუბროვი“ (კონდრატ ტოპოლია), რეჟ. აკაკი ხორავა

თბილისის სანიტარული კულტურის თეატრი

ლილი იოსელიანი „ჩვენი ერთი საღამო“ (გივი), რეჟ. ლილი იოსელიანი

ვასილი აქსიონოვი, იური სტაბოვოი „კოლეგები“ (რეზო თარხნიშვილი), რეჟ. ლილი იოსელიანი

რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრი

ედუარდ როსტანი „სირანო დე ბერჟერაკი“ (სირანო), რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე

ვადიმ კოროსტილევი „ასის წლის შემდეგ“ (ნიკოლოზ I), რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე

მაქსიმ გორკი „ფსკერზე“ (სატინი), რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე, ნუგზარ გაჩავა

იოჟეფ კატონა „ბანკ-ბანი“ (ბანკ-ბანი), რეჟ. გაბორ ბერენი

ნოდარ დუმბაძე „საბრალდებო დასკვნა“ (ლიმონა), რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე

ნეილ ვასერმანი, ჯო დერიონი „ლამანჩელი“ (სერვანტესი, დონ კიხოტი), რეჟისორები გია ანთაძე, ნუგზარ გაჩავა

ვადიმ კოროსტილევი „მარტოობის დღესასწაული“ (ფიროსმანი), რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე

მარჯანიშვილის დრამატული თეატრი

ნაზიმ ჰიქმეთი „ლეგენდა სიყვარულზე“ (ვეზირი), რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი

ილია ჭავჭავაძე „კაცია ადამიანი?!“ (გიჟი რევაზი), რეჟ. ვასილ (ვასო) ყუშიტაშვილი

ვალერიან კანდელაკი „მაია წყნეთელი“ (ქარიყლაპია), რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი

ფრიდრიხ შილერი „მარიამ სტიუარტი“ (გრაფი ბევერლი), რეჟ. ვასილ (ვასო) ყუშიტაშვილი

კიტა ბუაჩიძე „მკაცრი ქალიშვილები“ (ნაპოლეონ ჭინჭილეიშვილი), რეჟ. თენგიზ კანდინაშვილი

ვაჟა-ფშაველა „მოკვეთილი“ (ჩონთა), რეჟ. არჩილ ჩხარტიშვილი

უილიამ შექსპირი „რიჩარდ მესამე“ (ლორდ ლეველი), რეჟ. ვასილ (ვასო) ყუშიტაშვილი

მაქსიმ გორკი „ფსკერზე“ (სატინი), რეჟ. ლილი იოსელიანი

ალექსანდრე კორნეიჩუკი „ესკადრის დაღუპვა“ (გაიდაი), რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე

ლეონიდ ლეონოვი „შემოსევა“ (ფეოდორ ტადანოვი), რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე

ავენირ ზაკი, ისაი კუზნეცოვი „ორი ფერი“ (ნოდარი), რეჟ. ვასილ (ვასო) ყუშიტაშვილი

ბერნარდ შოუ „იულიუს კეისარი და კლეოპატრა“ (რუფიო), რეჟ. ვასილ (ვასო) ყუშიტაშვილი

უილიამ შექსპირი „აურზაური არაფრის გამო“ (ბენედიქტი), რეჟ. ლილი იოსელიანი

ს. ბეგიაშვილი „უცნობი“ (რომეო), რეჟ. ლილი იოსელიანი

ჯერომ სელინჯერი „თამაში ჭვავის ყანაში“ (სტრედლეიტერი), რეჟ. იური კაკულია

კარელ ჩაპეკი „დედა“ (ონდრა), რეჟ. მედეა კუჭუხიძე

ჟან ანუი „ჟანა დარკი“ (ვარვიკი), რეჟ. ლევან მირცხულავა

ეთერ ციცაგი „ფითრი“ (ირაკლი), რეჟ. ლილი იოსელიანი

ვადიმ კოროსტილევი „მარტოობის დღესასწაული“ (ფიროსმანი), რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე

სოფოკლე „ოიდიპოს მეფე“ (ოიდიპოსი), რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, თამაზ მესხი

ლაიოშ მაროტი „ჯორდანო ბრუნო“ (პაპი კლიმენტი VIII), რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე

ფრიდრიხ დიურენმატი „რომულუს დიდი“ (რომულუს ავგუსტუსი), რეჟ. ნუგზარ გაჩავა

ლეო ქიაჩელი „ჰაკი აძბა“ (უჯუშ ემხა), რეჟ. თემურ ჩხეიძე

ლალი როსება „პროვინციული ამბავი“ (ლეო), რეჟ. მედეა კუჭუხიძე

უილიამ შექსპირი „ოტელო“ (ოტელო), რეჟ. თემურ ჩხეიძე

ტენესი უილიამსი „იგუანას ღამე“ (შენონი), რეჟ. მედეა კუჭუხიძე

თამაზ გოდერძიშვილი „ილია ვარ!!!“ (ექიმი იაშვილი), რეჟ. თემურ ჩხეიძე

ალექსანდრე აფინოგენოვი „შიში“ (ბოროდინი), რეჟ. მედეა კუჭუხიძე

გრიგოლ რობაქიძე „გრაალის მცველნი“ (თავადი გიორგი), რეჟ. დავით ანდღულაძე

ჯაბა იოსელიანი „საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“ (გიორგი XII), რეჟ. მედეა კუჭუხიძე

უილიამ შექსპირი „ანტონიუსი და კლეოპატრა“ (ანტონიუსი), რეჟ. ჰილარი ვუდი (ინგლისი)

ვაჟა-ფშაველა „ბახტრიონი“ (ქადაგი), რეჟ. თემურ ჩხეიძე

უილიამ შექსპირი „მეფე ლირი“ (მეფე ლირი), რეჟ. დავით დოიაშვილი

ანტონ ჩეხოვი „სამი და“ რეჟ. დავით დოიაშვილი

ჟან მარსანი „მაყურებლისთვის ამის ნახვა აკრძალულია“ (ერვე მონტანი), რეჟ. დავით დოიაშვილი

ჟან ანუი „ანტიგონე“ (კრეონი), რეჟ. თემურ ჩხეიძე

მიხეილ ბულგაკოვი „პილატე“ პილატე, რეჟ. თემურ ჩხეიძე

მოსკოვის სამხატვრო თეატრი

ჟან ანუი „ანტიგონე“ (კრეონი), რეჟ. თემურ ჩხეიძე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1964: საქართველოს დამსახურებული არტისტი

1973: საქართველოს სახალხო არტისტი

1977: კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, თეატრის დარგში გაწეული ღვაწლისთვის

1979: საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი

1981: საქართველოს სახელმწიფო პრემია, დათა თუთაშხიას როლისთვის

1992: ტოკიოს VI-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრემია „მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის“ დ. ასტრახანის ფილმში „განვედ ჩემგან“

1997:სტანისლავსკის სახელობის რუსეთის სახელმწიფო პრემია

1998:რუსთაველის სახელმწიფო პრემია

2000:ღირსების ორდენი

2001:რუსეთის თეატრალური სფეროსა და ბიზნეს სამყაროს პრემია „კუმირი“

2001:რუსეთის თეატრალური საზოგადოების პრემია „თოლია“

2001: საქართველოს სახელმწიფო პრემია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.03.2020
ბოლო რედაქტირება 17.02.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 07.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0